თბილისში, ტურგენევის ქუჩაზე წყალარინების სისტემა ეწყობა
23-05-2019, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტურგენევის N4-ში, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების სისტემა ეწყობა.

 

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რაიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურასაც მოაწესრიგებს.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო.

 

 

„აღნიშნულ მისამართზე, 50 წელზე მეტია მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 41 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა ეზოში გზის საფარს მოაწესრიგებს, რათა მოსახლეობას კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

 

სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არმაზი“ ახორციელებს, ერთი თვის ვადაში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი