მიხეილ სააკაშვილის დრო წავიდა, მან ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე – „რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებთ მას უკან“, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში.
„რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილთან აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე – „მოდით ვთქვათ ასე, თქვენ ამჟამად ხართ პრეზიდენტი და დავუშვათ, რომ ათი წლის შემდეგ რეჟიმი იცვლება; ცდილობენ, რომ თქვენ სასამართლოს გადაგცენ და ბრალი დაგდონ რაიმე ქმედებაში. ეს უხერხულობას არ გიქმნით“, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არაფერს აკეთებს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა და არ აქვს მსგავსი შიშები.
„ნამდვილად არა. იმიტომ, მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს ასეთი სახის შიშები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალაუფლება გვაქვს და თუ ზღვარს გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შედეგი. და ისევ, მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილი საქართველოსთვის პრობლემაა. შესაძლოა, მას უკრაინა ელოდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა. ინტერვიუს ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.