სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქციის კონკრეტული შემთხვევით დაინტერსდნენ და საკითხის შესწავლა დაიწყეს, ასე ეხმაურება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო ღვინის კონტროლის მექანიზმი არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება.
2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ – 20%, გერმანია – 17%, კანადა – 100%, იაპონია – 10%; პოლონეთი 2%, ლატვია – 9%, ესტონეთი – 19%, და სხვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.