„მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტანათ დისონანსი საარჩევნო პროცესში, მათ ეს არ გამოუვიდათ“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.
„ყველა ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეს ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს მეორე ტური, რომელიც ამავე დროს არის გამოვლინება დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური - მშვიდობიანად, დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები გააკეთებენ თავიანთ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხიმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტანათ დისონანსი ამ პროცესში, მათ ეს არ გამოუვიდათ“, განაცხადა ბახტაძემ და მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.