ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„გილოცავთ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ დიდ გამარჯვებას. თქვენ, ხობის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე ასახელეთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ხობს მდიდარი სპორტული წარსული გააჩნია და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელს, კობა თუთბერიძეს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს წარმატებებში. ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ, სპორტსმენებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში ჰქონდეთ ვარჯიშის შესაძლებლობა“, აღნიშნა სპორტსმენებთან შეხვედრაზე მერმა.
საბერძნეთში გამართულ ევროპის პირველობაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ხობელმა მკლავჭიდელებმა 14 მედალი მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.