კახა კალაძე ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
23-05-2019, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, კომპლექსური რეაბილიტაციის შედეგად ორივე ქუჩა კაპიტალურად მოწესრიგდება და განახლდება.

 


„პირველ ეტაპზე, პროექტი ბუდაპეშტის ქუჩაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, კომპანია GWP-მ მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, გაკეთდა სანიაღვრეები. ადგილზე მუშაობდა კომპანია „ყაზტრანსგაზიც“, რომელმაც გაზის მილები შეცვალა. ამჟამად გზის საფარის დაგება იწყება. სამუშაოები ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დასრულდება. პარალელურად, კომპანია გზის მოწყობის სამუშოებს ხვალიდან კანდელაკის ქუჩაზეც დაიწყებს. პროექტის ფარგლებში, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, ახალი ბორდიურები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩავარდნილი იყო ბუდაპეშტის ქუჩა, რადგან მისწისქვეშ არსებული წყალარინების ქსელის მძიმე მდგომარეობის გამო მიწის გამორეცხვა ხდებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს ქუჩები სრულად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, ტროტუარების განახლებას, ბორდიურის შეცვლას და 1,2 კმ სიგრძეზე 20 000 მ2 გზის საფარის გამოცვლას.

 


სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,დინ გრუპი“ ახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში, აგვისტოში დასრულდება.

 


თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქუტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი