ამერიკელი კონგრესმენები: "პოლიტიკური რეფორმები გადამწყვეტია, რადგანაც უკრაინა და საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგანან"
05-08-2015, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"პოლიტიკური რეფორმები გადამწყვეტია, რადგანაც უკრაინა და საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგანან", - ამ სათაურით აქვეყნებენ მოსაზრებებს ამერიკელი კონგრესმენები, "რესპუბლიკელები" პიტერ როსკამი და დევიდ პრაისი rollcall.com-ის გვერდზე.


"თუ აშშ და ევროპა უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერისგან თავს შეიკავებენ, რუსეთი ამ სიცარიელის შევსებას მშვიდად შეეცდება არამხოლოდ აღმოსავლეთ უკაინაში სამხედრო აგრესიით, არამედ ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური იერიშებით. გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოსა და ასევე უკრაინაში ზოგი პოლიტიკური ელემენტი მსგავსი მცდელობების სიცხადეს გვიჩვენებს", - წერენ ამერიკელი კონკრესმენები.


"ცოტა ხნის წინათ ჩვენ უკრაინასა და საქართველოში კონგრესმენების დელეგაციას ვხელმძღვანელობდით, შევხვდით როგორც ყოველთვის პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს, ასევე ყველა რანგის და მოსაზრების მქონე ათობით პარლამენტარს. ჩვენ არასოდეს გვინახავს ევროპის ნაწილად გახდომის არც მსგავსი ძლიერი სურვილი და არც უფრო ძლიერი გაცნობიერება იმისა, რომ ეროვნული წარმატება დამოკიდებულია შიდა რეფორმებზე. ჩვენ დავბრუნდით დარწმუნებულები, რომ აშშ-მ და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იპოვონ მხარდაჭერის გამოხატვის სარწმუნო გზები", - წერენ "რესპუბლიკელები".


კონგრესმენების თქმით, მათ საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის დროს ნახეს, რომ ამ ორ ქვეყანას აქვს ეფექტური სამთავრობო ინსტიტუტების განვითარების სურვილი, კორუფციისა და არასტაბილურობის დაძლევის მიზნით კი კანონმდებლები აქტიურად მუშაობენ.


 

სტატიის ინგლისურენოვანი ვარიანტი სრულად იხილეთ: http://www.rollcall.com/news/political_reform_is_critical_as_ukraine_georgia_face_russian_offensive-243147-1.html

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი