საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესლია პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს.
როგორც ბესელია აცხადებს, აღნიშნული პარტია არა მესამე ძალა, არამედ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა იქნება.
„ჩვენ ვერ დავასრულეთ სამართლიანობისთვის ბრძოლა 1-ელ ოქტომბერს და ვერც მის შემდგომ, ამიტომ, ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი, ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, ამას განვიხილავ და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილებები, ეს არის რეალისტური.
საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ თავის პროფესიაში არის წარმატებული და საინტერესო, ასეთი პროფესიული წარმომადგენლობა მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო ერთობის საფუძველი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“, ამ მოძრაობის პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთებას არ აპირებენ. არავითარი მესამე ძალა, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას.
მე არ მეშინია ბარიერების, არ მეშინია წინააღმდეგობის, მე მგონი, ჩემი განვლილი ცხოვრებით ეს ბევრჯერ დავამტკიცე. მე დავამტკიცე, რომ მიუხედავად ყველაზე აკრძალული მეთოდების გამოყენებისა, რაც მიიჩნევა, რომ არის დაუშვებელი პოლიტიკაში და მათ შორის, ქართულ პოლიტიკაშიც, ასეთი ბარიერები უფრო მიმყარებს გადაწყვეტილება, რომ ალბათ, მეტი იქნება საბრძოლო, ვიდრე იქამდე იყო.... ვისაც ჰგონია, რომ მე ვინმეს დავალებით ვმოქმედებ, ან ვისაც აქვს ილუზია, რომ პროექტის ნაწილი ვარ მე, ვინც მიცნობს და ვინც იცნობს ჩემს მეგობრებს უნდა მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ასე რომ, მე მოწონება არმოწონების მიხედვით, მე გადაწყვეტილებას არც მივიღებ და არც შევცვლი", აცხადებს ეკა ბესელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.