დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა.
სკვერში მოეწყო განათების სისტემა, განთავსდა ყველა შესაბამისი ინვენტარი და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და რულონური ბალახი დაიგო.
განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი გალამაზდა და კეთილმოეწყო, რომლის რეაბილიტაციასაც მოსახლეობა ითხოვდა. დიდი დიღომი საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და ვცდილობთ, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ჰქონდეს. მიმდინარე წელს დიდ დიღომში კიდევ ექვსი სკვერი რეაბილიტირდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 326 ლარი გამოიყო.
სკვერის მოწყობის სამუშაოები ასევე, დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N25 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.