„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილს უნდა, როგორმე სააკაშვილი გააცოცხლოს“, თუმცა „ძალიან გაუჭირდება იმიტომ, რომ სააკაშვილმა თვითონ გამოიჭრა ყელი, საბოლოოდ უკვე, ამ ზუგდიდის არჩევნებზე“.
როგორც ბურჯანაძემ „TV პირველის“ ეთერში თქვა, სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ფაქტორი არ იქნება“, რადგან იგი „ტოქსიკურია პირველ რიგში მისი პარტიისთვის“.
„გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა, როგორმე სააკაშვილი გააცოცხლოს, ძალიან გაუჭირდება იმიტომ, რომ სააკაშვილმა თვითონ გამოიჭრა ყელი, საბოლოოდ უკვე, ამ ზუგდიდის არჩევნებზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი უბრალოდ ფაქტორი არ იქნება 2020 წელს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი ფაქტორი არ იქნება იმიტომ, რომ სააკაშვილი ტოქსიკურია პირველ რიგში მისი პარტიისთვის. მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო სააკაშვილის აქტიურობის გამო, იმიტომ რომ, პირველი არჩევნები იყო რეფერენდუმი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორე ტური უკვე გადაიქცა რეფერენდუმად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილი ვერ მიხვდა იმას, რომ ის უნდა გაჩუმდეს, უნდა გაერიდოს იმიტომ, რომ პირადად არის იგი ძალიან მიუღებელი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის.
ეხლა, ნიკა მელიას და თინა ბოკუჩავას მე რა მოვთხოვო? პასუხი მოვთხოვო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე? 2007 წელს ნიკა მელია პარლამენტის ქვემოდან ყვიროდა, მე რომ პარლამენტში ვიჯექი და თინა ბოკუჩავა მე მგონი საერთოდ სკოლაში დადიოდა. მე როცა ვლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე, ამაზე პასუხი უნდა აგონ ლიდერებმა, პასუხი უნდა აგოს მიხეილ სააკაშვილმა, მისმა გარემოცვამ. მე არ მესმის ეს ადამიანები, ვინც დავასახელე და სხვები, რატომ მივიდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ აიღეს ის ტვირთი ნაწილობრივ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოყვებოდა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.