ზაზა სოფრომაძის თქმით, მარტოხელა პენსიონერებს დახმარება 20 აგვისტოდან აღუდგებათ
05-08-2015, 03:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"20 აგვისტოდან, იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუჩერდათ დახმარება, შეეძლებათ მიიღონ ჩვეულებრივი წესით. ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართული კამპანია მიიღო ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადამიანების ბედით მანიპულირებამ, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოყნება პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.


მისივე განმარტებით, სამინისტროს მიერ შესწავლილია სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროება.


"მინდა განვმარტო ის, რომ სახელმწიფო ეხმარება ყველაზე შეჭირვებულებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დღეისათვის 1 600 000 ადამიანმა მიმართა. ცხადია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველას აღმოუჩინოს სოციალური დახმარება, ამისთვის არსებობს კომპენსაციის სხვა საშუალებები", - განაცხახა ზაზა სოფრომაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი