ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, პატარა ღების მოსახლეობას შეხვდა, მოინახულა „სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - სარიტუალო სახლის მშენებლობის პროცესი, მოისმინა სოფლისთვის აქტუალური პრობლემური და პრიორიტეტული საკითხების შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრები მოსახლეობასთან ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია დაგეგმილი და ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.