პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
23-05-2019, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან ბრძოლა, 26 მაისს 80 წელი უსრულდება.

 

 

„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და სხვადასხვა სიახლე და სიურპრიზი იგეგმება.

 

 

„რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს - დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით წარმოჩენილი იყოს საქართველოს რეგიონებში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება ეს ღონისძიებები. 26 მაისის აღნიშვნის პერიოდში გარკვეული სიურპრიზებიც იქნება და თითოეული ჩვენგანი ნახავს ამას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი