პრემიერმა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელს უმასპინძლა
23-05-2019, 19:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ მარკ პრიჩარდის შეხვედრის მთავარი თემა.

 

 

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს. განიხილეს საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის პოზიციონირების საკითხი.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და ბრიტანული კომპანიების მზარდ ინტერესზე საქართველოს მიმართ.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმები. ბრიტანულმა მხარემ დადებითად შეაფასა ეკონომიკის მინისტრის ინვესტიციებზე პასუხისმგებელი მოადგილის თანამდებობის შემოღება, რომელიც ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპით იკონტაქტებს.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, განათლების ხარისხის ამაღლებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი