რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ელჩს დაემუქრა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს და მის ტერორისტებს სირიაში „დიდ სტალინგრადს“ მოუწყობს. ამის შესახებ გამოცემა awdnews.com-ი წერს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ელჩთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს „დიქტატორი“ უწოდა და ტერორისტებთან ერთად ჯოჯოხეთში მისი გაშვებით დაიმუქრა. პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ შეიძლება თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს, თუ ერდოღანი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მხარდაჭერას არ შეეშვება. შეგახსენებთ, რომ სწორედ სირიაში მდებარეობს რუსეთის ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვაში.
გაზეთ The Moscow Times-ის ინფორმაციით, პუტინმა თურქეთი სირიაში, ერაყსა და იემენში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის გამო ელჩთან საუბარი ფაქტობრივად ჩხუბში გადაიზარდა.
უმიტ იარდინმა რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრალდებები უარყო და სირიაში სამოქალაქო ომზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
„მაშინ გადაეცი შენს დიქტატორ პრეზიდენტს, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან ერთად ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. მე კი სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა გადავაქციო სირია „ერთ დიდ სტალინგრადად“ ერდოღანისთვის და მისი საუდელი მოკავშირეებისთვის, მათთვის, ვინც ადოლფ ჰიტლერზე უარესია“, – განაცხადა პუტინმა თურქეთის ელჩთან 2-საათიანი შეხვედრის დროს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა სირიის კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის და ამ საკითხში „მოკავშირეებთან“ ითანამშრომლებს. ასეთებად პუტინმა ირანი და ჩინეთი დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.