ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები თითქმის ერთი წელია აწარმოებენ თბილისში ურბანული ბიომრავალფეროვნების შესწავლას. ამ კვლევის დროს, თბილისის ტერიტორიაზე გამოვლინდა ისეთი ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისათვის.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილს წარმოადგენს გლდანის ხიდთან, კუნძული მდინარე მტკვრზე არსებული კუნძული. კუნძულზე შემორჩენილია ჭალის ტყის თითქმის ხელუხლებელი კორომი. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ კუნძულს მრავალი სახეობის ნადირ-ფრინველი იყენებს მთელი წლის განმავლობაში. იქ არსებულ ცხოველთა სახეობებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კუნძულზე წავის (Lutra lutra) ოჯახის აღმოჩენა. წავი (Lutra lutra) კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელია, რომელიც იკვებება თევზით. იგი შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა. ამ სახეობის წითელ ნუსხაში შეტანის მიზეზია არეალის შემცირება მდინარეების სანაპირო ეკოსისტემის დეგრადაციის შედეგად და საკვები ბაზის შემცირება მდინარეების დაბინძურების გამო (http://biodiversity-georgia.net/index.php?redlist=1).
თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, გლდანის ხიდთან დაგეგმილია პარკის განვითარება. პარკის გეგმაში დევს კუნძულის დაკავშირება საფეხმავლო ხიდით პარკის ძირითად ტერიტორიასთან. ჩვენი აზრით, კუნძულზე საფეხმავლო ბილიკის გაკეთება საფრთხის ქვეშ დააყენებს კუნძულის ბიომრავალფეროვნებას (კუნძულზე მოხდება კატების და ძაღლების გადასვლა, ასევე ადამიანის მიერ გამოწვეული შეწუხების გაზრდა).

მტკვრის აღნიშნული კუნძული ისევე, როგორც მიმდებარე მტკვრის სანაპირო არის წავისთვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატი. წითელ ნუსხაში შესული სახეობების და მათი ჰაბიტატის საფრთხის ქვეშ დაყენება კი აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია ფრინველთათვის, როგორც საბუდარი და თავშესაფარი. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება თუ კუნძული დარჩება ხელუხლებელი და იქ არ მოეწყობა პარკის ინფრასტრუქტურა. ხოლო, რაც შეეხება სანაპიროზე არსებულ პარკს, იქ დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს წავის მიერ ჰაბიტატის გამოყენების დეტალები.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ისეთ ტერიტორიების როგორიც გლდანის კუნძულია, ქალაქში ველური ბუნების კუნძულის (Urban Wildlife Refuges) სტატუსს ანიჭებენ (https://www.fws.gov/urban/soe.php). ამ ტერიტორიებს მუნიციპალიტეტი იცავს და ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევის პროგრამების განვითარებას. ჩვენი აზრით, თბილისის ტერიტორიაზე აუცილებელია ასეთი ტერიტორიების გამოვლენა და დაცვა. მტკვრის კუნძული გლდანის ხიდთან, შეიძლება სწორედ პირველი „ველური ბუნების კუნძული“ გახდეს.
ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.