„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორმე შემოიტანოს არეულობის განცდა საზოგადოებაში, - განაცხადა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რიგგარეშე/შუალედური არჩევნების პროცესის შეფასებისას.
„ზუგდიდში არჩევნები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი საქართველოში, სადაც ცხოვრობს 120 000 ამომრჩეველი. ამავე დროს, ეს არის რეგიონის ცენტრი - იმ რეგიონის, რომელიც არის ხიდი ჩვენთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყველაზე დიდ ჩვენს ტკივილთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზუგდიდში არჩევნები იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და იმ საინფორმაციო გარემოზე, „ტყუილებზე“, „აგრესიულ რიტორიკაზე“ ისაუბრა, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო.
„ეს ხომ გასაგებია ყველასთვის. ეს ხომ ყველაფერი მოდიოდა, სამწუხაროდ, ისევ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ამ არჩევნებმა, სხვათა შორის, ძალიან ნათლად გამოკვეთა ეს ყველაფერი. სხვა მუნიციპალიტეტბშიც ხომ ჩატარდა არჩევნები. იყო, მსგავსი ემციები, მსგავსი განცდები, მსგავსი უპასუხიმგებლო განცხადებები?! - არა! და ამის პასუხი არის სწორედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორმე შემოიტანოს არეულობის განცდა საზოგადოებაში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული არჩევნები არის ამის მკაფიო დემონსტრირება. სხვაგან რატომ არ იყო იგივე ტიპის გარემო?!“ - აღნიშნა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.