თბილისის სომხური თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
24-05-2019, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 


პროექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება და მუნიციპალიტეტისა და ფონდის თანამშრომლობის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.

 


„შეიძლება ითქვას, რომ სომხური თეატრი თავიდან შენდება. შენობა ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. პროექტს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, რაც დედაქალაქისთვის კიდევ ერთი საჩუქარი იქნება. მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას და მინდა, ფონდ „ქართუს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და საქველმოქმედო ფონდი. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს რომ აფინანსებს. თუ არ ვცდები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართუს“ 900-მდე ძეგლის რესტავრაცია აქვს განხორციელებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ქველმოქმედების მოცულობას, დაახლოებით, 3 მილიარდ ლარს შეადგენს. მისასალმებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გრძელდება. 2020 წლისთვის სომხური თეატრის მშენებლობა დასრულდება და ავლაბარში კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


სამუშაოების ფარგლებში, ძველი შენობის სრული დემონტაჟი უკვე განხორციელდა და ნულოვანი ციკლი დასრულდა. ასევე, შენობის მთელ პერიმეტრზე მოეწყო დრენაჟი. პროექტის მიხედვით, თეატრის შენობა გაყოფილია ორ ნაწილად - სცენის ნაწილი და დარბაზი. ამ ეტაპზე, ორივე ნაწილზე რკინა-ბეტონის კარკასის აწყობა მიმდინარეობს.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის პროექტის მიხედვით, შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა საძირკვლისა და კედლების გაშიშვლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამაც დაადასტურა. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც, 6 403 კვ.მ ფართობის სრულიად ახალი შენობის აგება დაიგეგმა. ახალი შენობა ჯამში, 607 მაყურებელზეა გათვლილი.

 


პროექტის საერთო საპროგნოზო ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულად 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 


მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი გაეცნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი