მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გამგეობამ ახალი სკვერისთვის ადგილი ოქროყანაში, ა ზონაში, გურამიშვილის ქ. №24-ის მიმდებარედ შეარჩია.
250 კვ.მ ფართობი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაგეგმარდა - დაიგო ბაზალტის ფილები, მოეწყო მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც ფანჩატური და ატრაქციონი განთავსდა.
სკვერში ასევე, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები, დამონტაჟდა თბილი ნათების დიოდური ლამპიონები.
დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.