რემა ჟვანია: დაცვის უფროსი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა
05-08-2015, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურაბ ჟვანიას საქმის დღევანდელ არსებით განხილვაზე, გარდაცვლილის დედა, მარიამ (რემა) ჟვანია დაიკითხა. მარიამ ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსზე, კახა გოჩაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი სრულად ენდობოდა მას.


როგორც მარიამ ჟვანიამ დაკითხვაზე განაცხადა, ზურაბ ჟვანიას არასაჯარო შეხვედრებისთვის ბინა ჰქონდა და მის სიახლოვეს ყოველთვის იყო მისი დაცვის უფროსი კახა გოჩაშვილი.
მარიამ ჟვანიას თქმით, კახა გოჩაშვილს ზურაბ ჟვანიასთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ სანამ იგი შეხვედრებს მართავდა, ყოველ 20 წუთში დაურეკავდა მას და პასუხის არგაცემის შემთხვევაში კარს შეანგრევდა.


“მე როდესაც ამ ხალხს ვაბარებდი ზურას, აბსოლუტურად წყნარად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ სამივე თუ საჭირო იქნებოდა სიცოცხლის ფასად დაიცავდნენ ზურას. ზურას არასაჯარო შეხვედრებისთვის ჰქონდა ბინა, რომ მიეღო სტუმრები და მათთან ესაუბრა. კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა, თუ არ უპასუხებდა კარს შეანგრევდა”, – განაცხადა მარიამ ჟვანიამ სასამართლო პროცესზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი