,,სამოქალაქო განათლების“ გაკვეთილის ფარგლებში, თემაზე ,,კომფორტის ზონა’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მოადგილე ალექსანდრე მიქელაძესთან ერთად, ქალაქ ნინოწმინდის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირი სკოლის უფროსკლასელებს ,,კომფორტის ზონის" შესახებ ესაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინიციატივებითაც მიმართეს.
გაკვეთილის მიზანს, მოსწავლეების ჩართულობით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ურთიერთკავშირის დამყარება წარმოადგენს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.