ჭიათურაში გამართული აქციის მონაწილე: არის გადახსნილი კარიერები, მტვერი - ოღონდ კომპანიამ ფული იშოვოს, ჭიათურას და მის მოსახლეობას საერთოდ არ ითვალისწინებენ
24-05-2019, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოღონდ კომპანიამ ფული იშოვოს, ჭიათურას და მის მოსახლეობას საერთოდ არ ითვალისწინებენ, აცხადებს ჭიათურაში გამართული აქციის მონაწილე გიორგი ბიწაძე.

 

 

აქციის მონაწილე ცუდ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.

 

 

„ქალაქში არანაირი არსებობის საშუალება არ არის. ამ ყველაფერში ამ კომპანიას მიუძღვის წვლილი. თვითონ ოღონდ ფული იშოვონ, ქალაქს და მოსახლებას საერთოდ არ ითვალისწინებენ. არის გადახსნილი კარიერები, რაც არ შეიძლება - მარგანეცს შეიცავს, რაც არის სიმსივნე, კიბო და საშინელება. ქალაქში ვერ გაივლი - დადიან მათი სატვირთო მანქანები და ქალაქში მანქანა რომ გაივლის, მეორე მხარეს ადამიანი რომ დაინახო, რამდენიმე წამი უნდა - ისეთი მტვერია", უთხრა „რუსთავი 2"-ს გიორგი ბიწაძემ.

 

 

ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხელფასის 50%-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელების რამდენიმედღიანი გაფიცვა და ქალაქში დადგმულ კარვებში შიმშილობა გრძელდება.

 

 

3 000-ზე მეტი დასაქმებული სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს, რის გამოც ჭიათურმანგანუმი და კიდევ რამდენიმე წვრილი საწარმო პარალიზებულია.

 

 

ორმა მუშამ დღეს პირი ამოიკერა, შედეგად ისინი ცუდად გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

 

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამ გააგრძელებენ პროტესტს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი