საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აშშ-ის ევროპული სარდლობის 702-ე ასეულის სამხედრო ინსტრუქტორებმა რენტგენის აპარატის (X-Ray) სწავლება ჩაატარეს.
სწავლების დახურვის ცერემონიალი საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ტერიტორიაზე გაიმართა. აღმოსავლეთ სარდლობის G3 სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი გრიგოლიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კვინტინ დოლიმ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს, კურსის დასრულება მიულოცეს და სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული პორტატული რენტგენის აპარატი (X-Ray) და სხვადასხვა ტექნიკური სასწავლო საშუალება საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის EOD ასეულს საჩუქრად გადასცა. დღესვე აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კვინტინ დოლიმ და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა ზაზა ნავერიანმა აღჭურვილობის გადაცემის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ოთხდღიანი სწავლება როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა და მიზნად ფეთქებადსაშიში მასალების აღმოჩენასა და მათ გაუვნებელყოფაში EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.