დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ფულადი დახმარება გადაეცათ
24-05-2019, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და ავღანეთში მებრძოლი, დაღუპული სერჟანტ ბორის ჯაგაევის ოჯახის წევრებს, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი, თავდაცვის სამინისaტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჭოხონელიძე და პოლონეთის ელჩის მოადგილე საქართველოში მარჩინ ჟოჰოვსკი შეხვდნენ.

 

 

დაჭრილ და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო სპორტულ აქციაში „Run And Bike “, საქართველოში მოღვაწე დიპლომატების მიერ 21 500 ლარი შეგროვდა, რომელიც ხუთ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროს და დაღუპული სერჟანტ ბორის ჯაგაევის ოჯახის წევრებს საჭიროების მიზნით დღეს გადაეცათ. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეები, კი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.

 

 

სპორტულ აქციაში მონაწილეობა ორი კვირის წინ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულმა სამხედროებმა, ექიმ-რეაბიტოლოგებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა და პოლონეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში მარჩინ ჟოჰოვსკიმ მიიღეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი