I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია. ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გაფორმდა, რომლის თანახმად, ასეულს სამი წლის ვადით ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა.
დოკუმენტის ხელმოწერამდე, „ალფა“ ასეულმა ნატოს მეორე დონის შეფასება (NEL-2) გაიარა. პროცესს ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
შეფასების ჯგუფი ქართველი, ასევე, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სერტიფიცირებული შემფასებლებით იყო დაკომპლექტებული.
შეფასების დასკვნითი სწავლების ფაზაში „ალფა“ ასეულმა ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელა და ამოცანები მოიერიშე და მხარდამჭერი ელემენტების კოორდინირებული მოქმედებებით შეასრულა. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციაც.
I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2013 წლიდან მონაწილეობს. 2015-დან 2018 წლის ჩათვლით ასეული ჩართული იყო ნატოს რეაგირების ძალებში (NRF), გავლილი აქვს შესაბამისი შეფასებების ყველა დონე და მინიჭებული აქვს სერტიფიკატი. 2019 წლის 1 იანვრიდან „ალფა“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში „ჩარლი“ ასეულმა ჩაანაცვლა. ამჟამად, ნატოს მეორე დონის შეფასების (NEL-2) წარმატებით დასრულების შემდეგ კი, „ალფა“ ასეული NRF-ს კვლავ შეუერთდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.