ლიბერთის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი სამეთვალყურეო საბჭოში გადადის. გენერალური დირექტორის მოვალეობას ლევან ლეკიშვილი შეასრულებს.
გიორგი კალანდარიშვილი 2017 წლის ოქტომბრიდან ს.ს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ლევან ლეკიშვილი ს.ს. ლიბერთი ბანკს გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის ივნისში შემოუერთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.