დავით სერგეენკო: მაღაროელთა ხელფასების მომატების საკითხი „ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული, სამუშაო პირობებში
25-05-2019, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭიათურაში მაღაროელთა რამდენიმედღიან საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ის საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება, მოგვარებული იქნება.

 

 

რაც შეეხება ხელფასების ზრდის საკითხს, რაც ასევე გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

 

 

„წინა შაბათს, ზუსტად ერთი კვირის წინ, ვიყავი მათთან ჩასული. აქ რამდენიმე საკითხია: მათი ჯანდაცვითი სერვისების უზრუნველყოფა, კვების უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ისინი ცვლაში იმყოფებიან და შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა. ის, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია და ვალდებულიც არის აქტიურად ჩაერიოს, კვირა დღესვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ყველა ეს საკითხი იქნება მოგვარებული.

 

 

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, მაღაროელთა ხელფასების მომატების საკითხი „ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული, სამუშაო პირობებში. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ, გამოეყოთ წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ უარი განაცხადეს.

 

 

დიდი იმედი მაქვს, ხელფასების მომატების საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. რაც შეეხება დანარჩენს, რაც ჩამოვთვალე, ამაზე ვართ პასუხისმგებლები და მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ“, აცხადებს დავით სერგეენკო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი