არქიმანდრიტი კირიონი ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში სდებს ბრალს და აცხადებს: დამოუკიდებლობის დღესასწაული რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე
25-05-2019, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე", განაცხადა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა, რომელმაც დღეს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.

 

 

„სამუშაოები დღეს მორჩა იმიტომ, რომ ტექნიკა წინ ვეღარ წაიწევდა იმიტომ, რომ იქ ქანები ისე არის კლდის, რომ მეტის მოთხრა შეუძლებელი იყო. დღეს იყო მოლაპარაკება და შეთანხმება ისეთი თითქოს რომ ტექნიკა დილიდან გავიდოდა და სამუშაოებს აღარ გააგრძელებდა, მაგრამ დარჩენილი იყო, დაახლოებით, 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად.

 

 

ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - რომ ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს არის ჩვენი სახე....

 

 

თუ ქვეყანას ექნება პრინციპულობა და გონიერება, უამრავი საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობაც გამოასწოროს. ასეთი მოქმედებებით ხელისუფლება, მე შემიძლია გითხრათ, პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს, ვინაიდან, ხალხს, რომელსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს არ შვება, ტერიტორიები იკარგება, ხალხი იწყებს მღელვარებას, მოხდება მღელვარება, მოხდება ინციდენტი და მივიღებთ რაღაც უბედურებას და საბოლოო ჯამში, წააგებს კავკასია",  განაცხადა არქიმანდრიტმა ჟურნალისტებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი