იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტად ჩასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააკნინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტების ბოლოდროინდელი გამოცდების შესახებ გამოხატულ წუხილებს, რაც ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში მისი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეწინააღმდეგება.
კვირას, იაპონიაში ჩასვლიდან მალევე, პრეზიდენტმა „თვითერზე“ რაკეტებს „მცირე იარაღები“ უწოდა, შაბათს კი, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ გამოცდებმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციები დაარღვია.
ჩრდილოეთ კორეამ მცირე ზომის რაკეტები გაუშვა, რამაც შეაშფოთა ზოგი ადამიანი ჩემს გარემოცვაში და სხვებიც, მაგრამ არა მე. მე მაქვს რწმენა, რომ თავმჯდომარე კიმი შეასრულებს თავის პირობას, რომელიც მე მომცა“, განაცხადა ტრამპმა.
ტოკიოდან მოკლე სავალ მანძილზე, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესთან გოლფის მოედანზე არაფორმალურ ვითარებაში გამართული შეხვედრისა და საუზმის შემდეგ განაცხადა, რომ მას სურს იაპონიასთან შეთანხმების მიღწევა, რაც მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსთან არის დაკავშირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.