საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებით აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც, მეზობელ სახელმწიფოებს შორის დემარკაცია ყოველთვის კომპლექსური პროცესია.
„დღეს ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც არსებობდა. მე მაქვს ერთი თხოვნა ყველასთან, მათ შორის ქართულ მედიასთან. ძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში. ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი ყველასთვის. ამავე დროს, კომისია აგრძელებს პარალელურად მუშაობას. მოგეხსენებათ, ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა“, უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.