ლევან იზორიამ დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებს მიულოცა
26-05-2019, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“ - ამ სიტყვებით მიულოცა ლევან იზორიამ დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებს.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ქართული სიტყვა - თავისუფალი - უნიკალურია მსოფლიოში. ქართველმა ამ სიტყვაში საკუთარი იდენტობის ორი საწყისი, თავის, ანუ ინდივიდისა და უფლის, ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა. ეს ქრისტიანული იდენტობაა, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი ღმერთმა თავის მსგავსად, თავის ხატად შექმნა და მისი ღირსება ხელშეუხებელ, ღვთაებრივ განზომილებაში აიყვანა“.

 


მინისტრის განცხადებით, ქართველისათვის თავისუფლების დაცვა ისტორიულად ღირსების დაცვას ნიშნავს. „თავისუფლების დაცვა, დღეს როგორც არასდროს, თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს საერთო ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი იდენტობის, თავისუფლებისა და ღირსების დაცვაა“, - განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყნის სწრაფვა თავისუფლებისკენ ურყევია.

 


ლევან იზორიამ სანიმუშო პარტნიორობისთვის ნატოს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს მადლობა გადაუხადა - „მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად ყოველდღიურად გვაძლიერებენ.“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი