ხონის მუნიციპალიტეტში, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სოფელ ჩაის მეურნეობის სკოლაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, მალხაზ აბაშიძის მემორიალური დაფა გახსნეს და ამავე სოფელში, ქუჩას 8 აგვისტოს ომის გმირის სახელი მიანიჭეს. ღონისძიებებს მალხაზ აბაშიძის მამა ილია აბაშიძე ესწრებოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა გამოფენები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, სადაც სამხატვრო სკოლამ და ისტორიულმა მუზეუმმა დამთვალიერებელს საინტერესო ექსპოზიციები და ნამუშევრები წარუდგინეს და სპორტული ღონისძიებები საჭადრაკო სკოლაში, სადაც შაშსა და ნარდში ერთმანეთს ომის ვეტერანები ეჯიბრებოდნენ.
ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
„თავისუფლება და დამოუკიდებლობა ძალიან ძვირი დაგვიჯდა ქართველ ერს და უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. პატივი მივაგოთ გმირ ქართველებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს და ყოველდღიური ცხოვრებით, საქმიანობით, არსებობით შევქმნათ უკეთესი მომავალი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ, რომ გაერთიანებულ, გაძლიერებულ საქართველოში გვეზეიმოს 26 მაისი“, აღნიშნა ხონის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.