ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26-05-2019, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად აშშ-ის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ავღანეთს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 


სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა. ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 


სიმბოლური მარშის დასასრულს მოწვეული სტუმრებისთვის ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ტურნირი გაიმართა. 43-ე ბატალიონის მეთაურმა სტუმრებს საქართველოს ისტორიისა და თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს. დღესვე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების წვლილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ფასდაუდებელია.

 


საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და წარმომადგენლობის სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

 

 

ღონისძიების დასასრულს კი სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი