26 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ და სტიქიის შესაბამისი კომისიის წევრებმა ადგილზე მოინახულეს დაზარალებული ოჯახები. მოხდა ზარალის აღწერა.
დიმიტრი საყვარელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიის მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება შესაბამისი რეაგირება.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.