[ვიდეო] ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
27-05-2019, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

 


„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო-სახალხო დღესასწაულად გადაიქცა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 


მისი თქმით, წლევანდელი წელი შეიძლება განსაკუთრებული იყოს იმით, რომ ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად განათლება გამოაცხადა და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება მიმართული ხელისუფლების ძალისხმევა.

 


„ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრორიტეტად განათლება გამოცხადდა. მოგეხსენებათ, განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   იოსებ ნატროშვილი
      
როგორი განათლების წელი იქნება ეს წელი?
მერიაში ჭამა-სმის წესების სწავლების მსგავსად სახელისუფლო სკოლის გახსნას აპირებთ?
საგარეო საქმეთა მინისტრს და მთელ სამინისტროს იმდენი განათლებაც კი არა აქვს რომ საქართველოს საზღვრები იცოდნენ და დავით გარეჯის ტერიტორიაზე გზის გაყვანას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობად აცხადებს!
უშიშროების სამინისტროს და სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობა იმდენად გაუნათლებელია რომ საზღვრების დარღვევას საგარეო საქმეთა მინისტრი ჭორებით იგებს! კულტურის მინისტრი საყდრისის ფასეულობას ვერ ხვდება!
პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ისტორიულ ძეგლებს აფეთქებს!
პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი საჯაროდ იგინება და ნარკოდანაშაულს დანაშაულად არ აღიარებს!
პრემიერი ბახტაძე პედერასტებს ღირსეულ ადამიანებად ნათლავს და ეკლესიის მამებს მარგინალებს ეძახის!
თვითონ მარიხუანას აკანონებ, კრიმინალ მურუსიძეს უვადოდ ნიშნავ მოსამართლედ, ყოველ თვეს სამჯერ მაინც გვაფურთხებ სულში და რომელ განათლებაზე ლაპარაკობ?
თუ უკვე ყველა სიტყვა უკუღმა უნდა გავიგოთ და წარმატებულ განათლებას ახლა მაქსიმალურად ერის გამოთაყვანებას ეძახით "საოცნებო: ხელისუფლება?
მართლა გჯერათ საქართველოს ისე განადგურება რომ პასუხი ვერ მოგთხოვოთ?
6 000 მოწამის სისხლით განბანილი დავით გარეჯის მიწის გაყიდვას უფალი არ გაპატიებთ!
27 მაი 2019 06:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი