ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის ხელისუფლებას
27-05-2019, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს.

 

 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარტია, რომელიც 20 ივნისს დაფუძნდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა „სამართლიანობისთვის"....

 

 

მჯერა, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლებას, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სწორედ სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის", განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 1
#1   guram
      
დიახ, უნდა დამთავრდეს უსამართლობა და ქვეყანა დაუბრუნდეს სამართლებრივ მართვას, აღმოიფხვრას, ნეპოტიზმი,ნათესაობა, მეზობლობა, ნათელ-მირონობა, ძმაკაცობა, ქურდის ინსტიტუტი და ბევრი სხვა, რაც ხელს უშლის სამართლიან ქვეყნის მართვას. აგრეთვე, მინდა ყველა ჩამორთმეული მიწა წყალი დაბრუნდეს სამართლებრივი გზით: -ჯიქეთი, დვალეთი, ტაო და კლარჯეთი, საინგილო,ლორე, ახტალა და ლაზეთი. მინდა ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც არ შეუშინდება წარსულს და მოძებნის ახალ გარემოებებს ტერიტორიების დასაბრუნებლად. იაპონიამ კურილის კუნძულები დაკარგა პოტსდამის კონფერენციის დადგენილების შედეგად, მაგრამ იმედს არ კარგავენ და მათი დაბრუნება ახლოვდება. გერმანიაც კვლავ ეპოტინება აღმოსავლეთ პრუსიას-კიონინსბერგს-კალინინგრადს. ყველა შხამს ახლავს თავის წამალი და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მისი მოძებნის უნარი. ეკონომიკა უნდა დადგეს ახალ ლიანდაგებზე, ხელი შეეწყოს ბიზნესს ახალ ტექნოლოგიების შემოტანაში, გადაიხედოს გადასახადის ტერიფებს, რათა ბიზნესმა ლაღად იგრძნოს თავი და არ ეშინოდეს რეკეთისა და სხვა ნეგატიურ მოვლენებისა. მინდა განათლებას შეეწყოს ხელი და პარლამენტში ადგილი არ ჰქონდეს უმეცრებას, მინდა კანონები იქნას შმუშავებული სამეცნიერო ნიადაგზე, მკინდა ჩემი ქვეყანა გახდეს მიმზიდველი პარტნიორობის კუთხით და არა უცხო ტომების დასახლებით, მინდა ქვეყანამ აიღოს ორიენტაცია მონოეთნიკურ სახელმწიფო წყობაზე, რათა სამუდამოდ იქნას აღმოფხვრილი სეპარატიზმი და ბოლოს მინდა პასპორტებში იქნას ჩაწერილი ეროვნება, მამის სახელი და რელიგიის მრწამსი, რათა ხელისუფლება იყოს ინფორმირებული და მზად იყოს ზომების მისაღებად. მინდა წახალისდეს ქართველთა შობადობა და არა დგმურების, იქნას აკრძალული აბორტი ქართველებში და ხელი შეეწყოს მრავალშვილიან ოჯახებს. იმედი მაქვს ეკა ბესელიას პარტია შესძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ღმერთი თქვენთან. ამენ.
27 მაი 2019 09:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი