ირაკლი კობახიძე: ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ჩვენი ხელისუფლება შესაბამისად მოქმედებს
27-05-2019, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნებისმიერი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჰარმონიულად განვითარებული ჯანმრთელი, ფიზიკურად და სოციალურად აქტიური მომავალი თაობა, აქედან გამომდინარე, ამ სფეროს განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს და შესაბამისად მოქმედებს ჩვენი ხელისუფლებაც”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესზე, სიტყვით გამოსვლისას.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზატორებს ღონისძიებაზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მედიცინის აღნიშნული დარგის წარმომადგენელთა საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„სახელმწიფოსთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გამსჭვალული ნებისმიერი საქმიანობა. ამ სულისკვეთების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანმრთელობის დაცვა განსაკუთრებულ პრიორიტეტად გვექცია და ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს, რამაც გასული წლების განმავლობაში, ამ სფეროს საკმაოდ სწრაფი განვითარება გამოიწვია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო გაეროს 193 წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად მოქმედებს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, ვითარების გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის კუთხით.

 

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლების საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით იმ დემოგრაფიული სირთულეების გათვალისწინებით, რომელიც დღევანდელ სამყაროში არსებობს და რაც პრობლემა და გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვისაც”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ცნობილი ქართველი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, კონსტანტინე ჩაჩავას მოღვაწეობასა და მის მიერ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„კონსტანტინე ჩაჩავას სახელი ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მის მიერ განხორციელებული კვლევები, ნაშრომები დღესაც არ კარგავს აქტუალობას არც საქართველოში და არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინე ჩაჩავას მიერ დაწყებულ საქმეს ამდენი გამგრძელებელი ყავს. მინდა აღვნიშნო ჩაჩავას კლინიკის თაობაზე, რომელიც სიახლეებისადმი მისწრაფებით და ინოვაციურობით გამოირჩევა. ჩემი ორივე შვილი ქვეყანას ჩაჩავას კლინიკაში მოევლინა. ალბათ არ ჩამომართმევთ სუბიექტურობაში, თუ ვიტყვი, რომ ეს კლინიკა საქართველოში ნამდვილად გამორჩეულია და მუდმივად ისწრაფვის სიახლეების დანერგვისა და ინოვაციისკენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს კლინიკა თამამად ატარებს კონსტანტინე ჩაჩავას სახელს“, განაცხადა მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი