საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, უკვე რამდენიმე წელია თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე ინიციატივით გამოვიდა, რომ მომავალ წელს დიასპორის ფორუმი საქართველოს რომელიმე რეგიონში გაიმართოს, რათა დიასპორის წარმომადგენლები ახლოს გაიცნონ რეგიონების პოტენციალს და დაეხმარონ განვითარებაში ინვესტიციებითა თუ სხვა საშუალებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშობლოსთან მათი კავშირების შენარჩუნება სახელმწიფოს უფრო გააძლიერებს და განავითარებს.
პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში გაშლილი ქართული დიასპორა სახელმწიფოს ძალაა, საქართველოს სწორედ დიასპორის წარმომადგენლების საქმიანობით იცნობენ, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის მიმართულებით.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ ემიგრაცია და დიასპორა მთლიანად იყოს ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ გრძნობდეს თავს გარიყულად ამისთვის სახელმწიფომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სტუდენტების შესახებაც ისაუბრა, რომელებიც საზღვარგარეთ განათლებას ეუფლებიან და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს ძალიან დიდ კაპიტალსა და ადამიანურ რესურსს წარმოადგენენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სტუდენტებს უნდა მივცეთ ყველა საშუალება, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩაერთონ სახელმწიფოს სამსახურში.
,,ალბათ, მომავალ თაობას პრიორიტეტებს არ ვუსახავთ, რომ იცოდნენ - რა მიმართულებით, სად და როგორ ისწავლონ. ქვეყნის მოთხოვნები მიწოდების ბაზართან უნდა იყოს შეთანხმებული იმისათვის, რომ მზად იყოს საქართველო იმ ახალგაზრდების მისაღებად და დასახვედრად, როცა დაასრულებენ სწავლას“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.