დეპუტატთა ჯგუფი პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველის მისვლას ითხოვს
27-05-2019, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭიათურაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის მისვლა მოითხოვა.

 

 

„ჭიათურის მაღაროელებთან დაკავშირებით ურთულესი ვითარებაა შექმნილი, ამიტომ პარლამენტი ამ პროცესების მიღმა ვერ დარჩება და აუცილებელია რეაგირების მოხდენა. ჩვენ, დეპუტატთა ჯგუფი, ხვალ „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველის პარლამენტში გამოცხადებას ვითხოვთ, რათა მოგვცეს ინფორმაცია თუ რამ გამოიწვია ეს სიტუაცია და რამ მიიყვანა მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე“, განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

 

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ მოთხოვნას სხვადასხვა დეპუტატთან ერთად, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი უერთდება.

 

 

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, დეპუტატები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე გარდა ნიკოლოზ ჩიქოვანისა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსვლას მოითხოვენ, რათა მინისტრმა პარლამენტის წევრებს სამთომომპოვებელ სფეროში არსებული ვითარება გააცნოს.

 

 

„ჭიათურაში მიმდინარე პროცესები შეიძლება გადადინდეს სხვა სფეროებზეც, რადგან სამთომომპოვებელ სფეროებში მშრომელების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მათი სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილებული უნდა იყოს“, აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი