„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „სისხლიანი მეზობლების გადამკიდე“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებას და საჭიროების შემთხვევაში, ატომური იარაღის განლაგებასაც კი ითხოვს და აცხადებს, რომ „აგრესიული მეზობლები არაფრის მეტის ღირსნი ჩვენგან არ არიან“.
ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას, მოითხოვა: ალიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედების აგრესიად და ოკუპაციად შეფასება; ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის დაწესება და ტერიტორიული პრეტენზიის გაცხადება საინგილო-ჰერეთზე.
„ალიევის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას დავით გარეჯის მონაკვეთზე, ხოლო ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმი მზადაა მოღალატეობრივად ჩააბაროს ქართული სიწმინდე აგრესორს. ზემოთ აღნიშნული ვითარება გვაიძულებს მოვითხოვოთ და განვაცხადოთ შემდეგი:
ალიევის რეჟიმი და მის მიერ განხორციელებული ქმედება შეფასდეს, როგორც აგრესია და ოკუპაცია;
დაწესდეს სავიჟო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, ხოლო აზერბაიჯანულ კომპანიებს დაედოთ სანქციები;
გადაიხედოს ყველა ხელშეკრულება ამ ქვეყანასთან, რომლითაც ბაქოს კორუმპირებული რეჟიმი მილიარდობით მოგებას იჯიბავს;
გაცხადდეს ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზია საინგილო-ჰერეთზე, რომელიც უკანონოდ გადაეცა აზერბაიჯანს 20-იან წლებში;
და ბოლოს, საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა - აგრესიული მეზობლები არაფრის მეტის ღირსნი ჩვენგან არ არიან.
მრავალი ათეული წლები ჩვენ ვიქნებით, ტერიტორიების, სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე; მრავალი ათეული წელი, აი, ასეთი სისხლიანი მეზობლების გადამკიდე, ჩვენ ვიქნებით ჩვენი შვილების სისხლისღვრისა და ერი გენოციდისა და გადაშენების საფრთხესთან ძალიან ახლოს. სხვა სტრატეგია, გარდა იმისა, რომ დაგვიცვას ჩვენმა დიდმა სტრატეგიულმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა, უბრალოდ არ არსებობს. აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნირობა ისტორიას ჩაბარდა. გადავდივართ იძულებითი პარტნიორობის სტადიაში“, განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.