თბილისის მერის მოადგილე და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტად ეწვივნენ
27-05-2019, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, საზოგადოებრივი ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი თი გრუპისა“ და ISUZU-s მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის მიწვევით, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტად ეწვივნენ და ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ. კერძოდ, ავტობუსების საწარმოო ხაზი დაათვალიერეს და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ტექნიკური პარამეტრები შეაჯერეს, ასევე დაიგეგმა 220 ავტობუსის მოწოდების შესაძლო გრაფიკი.

 


თურქული კომპანია, შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის დაამზადებს ავტობუსის პროტოტიპს და შემსყიდველის თანხმობის შემდეგ დაიწყება 220 ავტობუსის წარმოების პროცესი.

 

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი