რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა
27-05-2019, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სხვადასხვა აქტივობა გამართა.

 


ამბროლაურის ცენტრში დამთვალიერებლებისთვის 10-მდე პავილიონი მუშაობდა, მათ შორის: ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა, შემეცნებით გასართობი პროგრამა და სხვა.

 


სამხედროებმა ფიცი რეგიონის ყველაზე მაღალ სოფელში მრავალძალში დადეს.

 


„26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი დღეა ჩვენს ცნობიერებაში. არაერთმა თაობამ მის მოპოვებაში ბრძოლითა თუ სიტყვით თავისი წვლილი შეიტანა.

 


ჩვენ დღეს ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას, რომლის მთავარი ფუნდამენტი ადამიანი და მისი უფლებებია. ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და გამოწვევების მიუხედავად, მე ღრმად მწამს, რომ უახლოეს მომავალში ეს ყოველივე თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, სამართლიან და ძლიერ საქართველოში", განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ღონისძიებებს ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი