ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშე შემოდის, რომელიც პროცესებს თავდაყირა დააყენებს. როგორც „ალია“ წერს, ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც განუზომელი ავტორიტეტი აქვს, საზოგადოება ნოემბერში იხილავს.
„საპარლამენტო პარტიებში ვნებათაღელვა პიკს სექტემბერში მიაღწევს, თუმცა მინდა გულწრფელად გავაფრთხილო ისინი, რომ ნოემბერში ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოდის საქართველოში, რომელიც პროცესებს თავდაყირა დააყენებს, თავისი განუზომელი ავტორიტეტით, ეკლესიის მსახურებისა და მათი მრევლის დიდი ნდობით, დიდი ფულითა და დიდი იმედებით ჩვენ ვნახავთ ახალ პოლიტიკურ სახეს, რომელსაც თვით ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ შეეწინააღმდეგება. თუკი ამ ორ გავლენიან პიროვნებას შორის შეთანხმება არ მოხდება, სასწორის პინა აუცილებლად ახალი პოლიტიკური მოთამაშის სასარგებლოდ გადაიწონება. ამ პიროვნების სახელს „ალია“ შეგნებულად არ ასახელებს... მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები არ ვარაუდობენ ტექტონიკურ ძვრებს პოლიტიკაში და თვლიან, რომ 2016 წლის არჩევნებსაც ბიძინა ივანიშვილი მოიგებს, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ არასოდეს თქვა არასოდეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა წინ ურთულესი სოციალური ეკონომიკური გამოწვევები გველის“, - წერს „ალია“.
pia.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.