ცაგერში 26 მაისი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
27-05-2019, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერში 26 მაისი აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ანსამბლი ,,ლეჩუმის" სხვადასხვა თაობის 112-მა მოცეკვავემ დაუვიწყარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სანახაობა წარადგინა, რომლის შემდეგაც იმავე მოედანზე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა თემაზე ,,ჩემი საქართველო აქ არის".

 

 

პარალელურად, ლადო ასათიანის სახელობის პარკში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება.

 


შედგა სპორტული ასპარეზობები: აბსოლუტური პირველობა მკლავჭიდსა და სიმძიმეების აწევაში, ბლიც-ტურნირი ჭადრაკში, შეჯიბრებები შაშში, მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, ბაგირის გადაწევაში.

 


გამარჯვებულები დააჯილდოეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯგომარემ გიორგი გუგავამ, საკრებულოს ჯანმრთელობისა დასოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარმ მარიკა კოპალიანმა, მერიის განათლების კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა, სასპორტო სკოლის დირექტორმა კობა ქომეთიანმა.

 

 

საზეიმო დღე კულტურის ცენტრში გამართული კონცერტით დასრულდა, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და შემსრულებლები ღებულობდნენ მონაწილეობას.

 

 

ინფორმაციას ცაგერის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი