ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ისპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, 2018 წლის 1-ელ ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა:
ქ.ონში მიმდინარეობს მ.ლებანიძის სანაპიროს და ყოფილი პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო და მყარი ნარჩენებისგან გაწმენდითი სამუშაოები.
სოფ.გომი-ჯინჭვისის მიმართულებით მდ.რიონზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ ლაგვანთაში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის მოწყობა.
სოფელ ხიდეშლებში მიმდინარეობს თავშეყრის ადგილის მოწყობა.
სოფელ მაჟიეთში მიმდინარეობს წყაროს მოპირკეთების სამუშაოები.
სოფელ ნაკიეთში დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, მეწარმეთა ნაწილს მიეცა კონკრეტული გაფრთხილებები და მითითებები მყისიერი რეაგირებისთვის.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.