დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უნდილაანთკარის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მურთაზ ბოდაველის თქმით, სოფელს სასმელი წყლის სისტემა არასოდეს ჰქონია და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჭაბურღილის და ავზის მოწყობასთან ერთად, ივნისის თვეში გათვალისწინებულია შიდა დაქსელვაც.
სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს "ელ.ერ.ჯგუფი" ასრულებს.
ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.