„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სანდრა რულოვსმა დაანონსეს, რომ არეულობით მივიდოდნენ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, თავში გაიაზრებს, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რაიმე ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ აზრს ან ქმედებას, იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს და მის განცხადებებს ემოციურ ფონზე გაკეთებულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ რაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ გამორიცხულია, არავითარი შანსი მათ არ აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების, არჩევნების გზით. ერთადერთი, ვთქვათ, თეორიული შანსი 0.1% ალბათ არსებობს იმისა, ისინი თავის თავში უშვებენ ამას, რომ, მათი დაბრუნება, მათი რევანში ასე ვთქვათ, ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდეს რაღაც არეულობის გზით. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანმა მაიამიდან ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან მოუწოდოს თავის ამომრჩეველს და რაღაც პირდაპირი წაქეზებებით, პირდაპირი მითითებები მისცეს არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად. ეს, რა თქმა უნდა, არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური და კანონს ეწინააღმდეგება პირდაპირ ასეთი მოწოდებები. თქვენ წარმოიდგინეთ უბრალოდ, ქალბატონ რულოვსს მსგავსი შინაარსის განცხადება რომ გაებედა და ეთქვა თავის მშობლიურ ჰოლანდიაში. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა იმავე წუთს, იმავე წამს. შესაბამისად, ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ჩვენ, ქართული სახელმწიფო, სხვანაირად მოიქცევა, ვიდრე რომელიმე ევროპული სახელმწიფო და მათ ასევე დაანონსეს, რომ ამ არეულობით მივიდოდნენ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან და მე ეს შემთხვევით არ მითქვამს და ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი არ ყოფილა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, თავში გაიაზრებს, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რაიმე ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ აზრს ან ქმედებას, იქნება უმკაცრესად დასჯილი... სახელმწიფო დაიჭერს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.