საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოხატა იყოს შუამავალი საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე, რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
„თქვენ ნახეთ, როგორი მგზნებარე რიტორიკა მიდის, როგორ შეშფოთებულია ხალხი, სწორად არის შეშფოთებული. მე ძალიან კარგად მესმის თითოეული ადამიანის გრძნობების იმიტომ, რომ მეც მაქვს ასეთივე გრძნობები ზუსტად. ეს ყველაფერი, რაც ხდება, უნდა დავინახოთ კონტექსტში და მე მინდა თითოეულმა ადამიანმა ჰკითხოს თავის თავს. მიხეილ სააკაშვილის დროს, ჩემ დროს, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი რამე განვითარებულიყო საერთოდ საქართველოში? ეხლა, ვინც ყველაზე მეტს ყვირის, მოდით ეხლა მივუვარდეთ, ჩავუვარდეთ, ლამის ბაქომდე ჩავიდეთ, ჩემ დროს იყო ეს შესაძლებელი?! რა თქმა უნდა, არა! და რატომ არ იყო შესაძლებელი? ძალიან მარტივია. ჯერ ერთი, საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ფეხებს იწმინდავს, ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ზოგ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებს. როდესაც შენ თვითონ გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება მოსთხოვო სხვას, რომ პატივი გცენ შენ?! ეს ერთი.
მეორე, ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა ასევე ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც იყო ჩვენი მთავრობა, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები. იცით, რატომ? იმიტომ, რომ არასოდეს არაფერს არ ვითხოვდით საკუთარ ჯიბეში და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ. საქართველოს მთავრობას ისინი საერთოდ არაფრად არ აგდებენ იმიტომ, რომ თვითონ ივანიშვილი არაფრად არ აგდებს საქართველოს ინსტიტუტებს. პრეზიდენტად, უკანონოდ სრულიად, დაასახელა ადამიანი, რომელიც საერთოდ არავინ არ არის - მადამ გაუგებრობა - პრემიერ მინისტრად გვყავს ადამიანი, რომელმაც საქართველოს რკინიგზა მიიყვანა მილიარდი დოლარი მოგებიდან 300 მილიარდი დოლარის ზარალამდე და ეს აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან იმიტომ, რომ მათ აქვთ ურთიერთობა ამ რკინიგზაში და ისინი იხდიან აქ ფულს. და რაც მთავარია, უჩა მამაცაშვილი, და ივანიშვილი თვითონ, თხოვენ ყველაფერზე აზერბაიჯანელებს ფულს, ყველაფერზე თხოვენ ე.წ. ატკატს, ყველაფერზე თხოვენ ფულს ჯიბეში. მე ეს ჭორების დონეზე კი არ ვიცი. მე ვიცი ზუსტად და მე ეს ვიცი ძალიან, ძალიან კარგად ინფორმირებული ჩართული წყაროებიდან და როდესაც შენ თხოვ ფულს შენ მეზობელს ჯიბეში, მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის მეზობელი აკეთებს ყველაფერს იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს“, განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.