ღარიბაშვილმა მკვლელები უწოდა „ნაცმოძრაობას“ და განაცხადა, რომ ბოკერიას, ბაქრაძის, უგულავას მიმართ - რომლებიც „იყვნენ პირდაპირ თანამონაწილენი ძალიან მძიმე დანაშაულებების“ - ძალიან ბევრი ბრალდება არის
28-05-2019, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროა ჩემთვის, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა მკვლელების - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კორპორაციას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

 


ღარიბაშვილის თქმით, ძალიან ბევრი ბრალდება არის „ევროპული საქართველოს“ ლიდერების - ბოკერიას, ბაქრაძის და უგულავას მიმართ, რომლებიც იყვნენ „პირდაპირ თანამონაწილენი ძალიან მძიმე დანაშაულებების“.

 


„სამწუხაროა ჩემთვის, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა, ასე ვთქვათ, მკვლელების კორპორაციას. ჩემთვის „ნაცმოძრაობა“ და მათი ლიდერები, მათი ლიდერებისგან შექმნილი პოლიტიკური კლუბი ასოცირდება მკვლელების კორპორაციასთან. მე ამის თქმას არ მოვერიდები. რატომ? „ევროპული საქართველო“ ჩემთვის არის იგივე „ნაცმოძრაობის“, ასე ვთქვათ, დანაყოფი. ჩემი აზრით, ეს იყო ტექნიკური გაყოფა, ფრონტი გაშალეს, თქვეს, რომ აი, ჩვენ, სისხლიან საქმეებში არ ვმონაწილეობდით, თუმცა მე მათ შევახსენებ, ძალიან ბევრი ბრალდება არის თუნდაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიმართ, თუნდაც ბოკერიას მიმართ, ბაქრაძის მიმართ, უგულავა - ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და იყვნენ პირდაპირ თანამონაწილენი ძალიან მძიმე დანაშაულებების. ეს მისი არჩევანია. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია მისი მოტივაცია. აი, რამ განაპირობა ის, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა ბატონ სააკაშვილს და შემდეგ მისგან ღებულობს მადლობებს“, განაცხადა ღარიბაშვილმა დაამატა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სანდრა რულოვსმა დაანონსეს, რომ არეულობით მივიდოდნენ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, თუმცა მისი თქმით, „ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რაიმე ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, იქნება უმკაცრესად დასჯილი“.

 

კომენტარები: 2
#2  Peter
      
და რუნდა კი არა დააბრუნეს თქვე Yვერებო თქვენა! ბიზიმას გოშიაა, რასა ეტყვიან იმას გააკეთEბს!
2 ივნისი 2019 00:46
#1   დიანა
      
ჯიგარი ხარ ირაკლი <3
ყველაფერს თავის სახელს არქმევს ეს ადამიანი და ამიტომაც ხტებოდნენ გნაცები ნიფხვებიდან ირაკლი რომ დაბრუნდა ხელისუფლებაში :)
28 მაი 2019 07:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი