[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
„მე ოდესაში იმისთვის მოვედი, რომ აქ, უკრაინულ ბესარაბიაში არავინ შეძლოს ომის მოტანა, იმისთვის, რომ ჩვენ დონბასი არ მოგვახვიონ თავზე“, – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ იზმაილში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, ყურადღება არ მიაქციონ სხვადასხვა პუბლიკაციას, რომელთა ავტორები მისი იმიჯის შელახვას ცდილობენ. სინამდვილეში კი, სააკაშვილის თქმით, მისი მისია შემოქმედებას გულისხმობს და ის ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას გეგმავს.
„მე ავაშენე ექვსი ათასი კილომეტრის სიგრძის გზა, მე ავაშენე ოთხი ქალაქი, ასევე – ჯანდაცვის ახალი სისტემა. იცით, რამდენი აქვს ხელფასი საქართველოში ექიმს? ხუთი ათასიდან 15 ათას დოლარამდე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიპარავდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ადამიანების დასახმარებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორმა რუსეთთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „რუსეთის საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს“.
„ჩვენ გვსურს ყველასთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ აქ ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, რომ აქ განხორციელდეს ინვესტიციები. მაგრამ ეს არის ჩვენი მიწა. უკრაინა ერთიანი უნდა იყოს. უნდა იყოს მშვიდობა და ის უნდა განვითარდეს. მაშინ მას რუსეთთან მშვენიერი ურთიერთობები ექნება. სულელი უნდა იყო, რომ ასეთი მტერი გსურდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.